Monday, February 29, 2016

პროექტის გეგმა

1.      პროექტის სახელწოდება: ,,არც კაცი ვარგა,რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“
2.      პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს“ სოფლისათვის ზრუნვა“(მსახურება), რაც ასე აქტუალურია რომანტიკოსთა შემოქმედებაში.
3.      პროექტის მიზანი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები მიხვდებიან, რატომ იყო სამშობლოს თემა ასე აქტუალური და მტკივნეული XIXსაუკუნის პირველ ნახევარში. რატომ იწვევდა ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობა ამდენ ტკივილს ჭეშმარიტ მამულიშვილებში. ამის შემდეგ მათთვის აღარ იქნება ძნელად მისახვედრი, რომ ცარიზმის უღელქვეშ მგმინავი საქართველოს შვილებს უმთავრესად რატომ მიაჩნდათ ქვეყნისადმი სამსახური. რას ნიშნავს“ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“?
4.      მონაწილეთა ასაკი:VIIIკლასი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა: 2-3 კვირა
6.      მოსალოდნელი პროდუქტი: მოსწავლეები  შექმნიან სლაიდ- შოუს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
7.      პროექტის მიმდინარეობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მიეცემათ დავალება, მიეთითებათ ვადები.
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება, ისტ-ი.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, წიგნი, ფორმატები, ფერადი მარკერები.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: ლია ოქროპირიძე
11.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: oqropiridzelia3@gmail. com